რეზონანსი
26.07.2017

 (რეზონანსი) მშენებლობისას კიდევ ერთი უბედური შემთხვევა წერეთლის გამზირზე მოხდა. 40 წლის მამაკაცი, დიდუბეში, წერეთლის ქუჩის 35-37 ნომერში, სახლის დემონტაჟის დროს დაიღუპა. ნანგრევებში რამდენიმე ადამიანი მოჰყვა. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა თბილისის დიდუბის რაიონის გამგებელი, ირმა ზავრადაშვილი. მისი ინფორმაციით, დემონტაჟის სამუშაოებს „როიალ გრუპი" აწარმოებდა, რომელიც ზედამხედველობის სამსახურს უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით, რამდენჯერმე ჰყავდა გაფრთხილებული.

„ „როიალ გრუპი" ამ ორშაბათსაც გავაფრთხილეთ. დანარჩენი გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიების შემდეგ იქნება ობიექტური პასუხები" , - განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×