რეზონანსი
26.07.2017

 (რეზონანსი) ზღვაში მოგზაურობისთვის, შავი ზღვის სანაპიროზე კიდევ ორი გიგანტური ხე ემზადება. ხეები სანაპიროსთან დღეს დილით მიიტანეს. უკვე მზად არის სპეციალური გემი, რომლითაც გიგანტურ ხეებს გადაიტანენ.ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2" ავრცელებს.

ხეები სავარაუდოდ, მთის ფერდობზე ამოიღეს და მათ ბიძინა ივანიშვილის პარკში გადასატანად ამზადებენ.

ექსპრემიერმა ივანიშვილმა ხეების გადატანა წინა წლის მარტში დაიწყო. პირველი ხე, რომელმაც შავ ზღვაში „გაცურა", ასწლოვანი ტიტა იყო. ივანიშვილის დაკვეთით, ხეების გადასატანად ციხისძირში დროებითი ნავმისადგომიც ააგეს. მილიარდერი ხეებს საკუთარ დენდროლოგიურ პარკში რგავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×