რეზონანსი
26.07.2017

 (რეზონანსი) გორში, ჭალის დასახლებაში, მშენებლებს მუშაობისას ზედაპირული გრუნტის წყლები დახვდათ. ამის შესახებ კანადურმა კომპანიამ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წერილობით აცნობა. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, შეუსაბამო ნიადაგის გამო, ადგილზე გრუნტის გამოცვლა გახდა საჭირო.

კომპანია დამკვეთს სთხოვს, რომ სამუშაოების დასრულების ვადად 2017 წლის 29 დეკემბერი განუსაზღვრონ. სპორტის სასახლე, სამინისტროს, 2017 წლის 31 აგვისტოს უნდა ჩაებარებინა.

სამუშაოებს ტექნიკურ ზედამხედველობას კომპანია , „სპორტმშენსერვისი" უწევს. მისი დირექტორი ლევან ტარყაშვილი მინისტს, ტარიელ ხეჩიკაშვილს სწერს, რომ გრუნტის წყლები ჭალის დასახლებაში მოულოდნელი იყო.

აღნიშნულ წერილში არაფერია ნათქვამი საპროექტო დოკუმენტაციის გამართულობის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ადგილზე გეოლოგიური დაკვირვება წინასწარ უნდა მომხდარიყო. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კანადურ კომპანიას მშენებლობის დასრულების ვადას 20 ნოემბრამდე აძლევს.

სასახლის დიდი დარბაზი 1 500,პატარა დარბაზი - 500 სტუმარზეა გათვლილი. პროექტი „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის" ფარგლებში ხორციელდება და 2016-2017 წლებში საქართველოში სამი მულტიფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობას ითვალისწინებს.

პირველ ეტაპზე, სპორტის სასახლეები აშენდება თელავში, ბათუმსა და გორში. პროექტის პირველი ეტაპის ღირებულებაა 33 850 000 აშშ დოლარი, ხოლო სრული პროგრამის ღირებულება - 54 350 000 დოლარს შეადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×