რეზონანსი
26.07.2017

 (რეზონანსი) წაღვერში, არჯევანიძის ტყეში ხანძარია. როგორც ცნობილია, ცეცხლი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ხანძარი ამ წუთებში კიდევ უფრო გაძლიერდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ,რომ ხანძარი წაღვერის ტერიტორიაზე, შერეული ტიპის ტყეს გაუჩნდა. პირველადი ინფორმაციით, ხანძარი დაახლოებით 6 ათას კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ბირგადები, რომელთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება.

ბორჯომის გამგებლის, დიმიტრი ყიფიანის ინფორმაციით, ხანძრის კერა სწრაფად აღმოაჩინეს.როგორც გამგებელმა განაცხადა, ადგილზე მუშაობენ ადგილობრივი სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, ასევე დამხმარე ჯგუფებია გასული ხაშურიდან და ახალციხიდან. ყიფიანის თქმით, ხანძრის ჩაქრობაში ვერტმფრენებიც ჩაერთვებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×