რეზონანსი
26.07.2017

 (რეზონანსი) უკრაინის სასამართლომ კიევის ყოფილი მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის დაკავების გადაწყვეტილება მიიღო. სამშაბათს, 25 ივლისს, სასამართლომ გენერალურ პროკურატურას, ჩერნოვეცკის დაკავების ნებართვა მისცა. ამის შესახებ გენერალური პროკურატურის სპიკერმა, ლარისა სარგანმა სოციალურ ქსელში დაწერა.

საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ ჩერნოვეცკი ეჭვმიტანილია დანაშაულებრივ ქმედებაში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლით მიმდინარეობს.

კიევის ყოფილ მერს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა წერს.

ლეონიდ ჩერნოვეცკის პროკურატურა პარკში ვერტმფრენის დასაჯდომი მოედნის უკანონო მშენებლობაში ადანაშაულებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×