რეზონანსი
26.07.2017

 (რეზონანსი) კიევის ყოფილი მერის დაკავებას, ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდში არ ადასტურებენ. „რეზონანსთან" საუბრისას ჩერნოვეცკის საქველმოქმდო ფონდის წარმომადგენელი აცხადებს,რომ ფონდის დამფუძნებლის შესაძლო დაკავების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და ამის შესახებ პირველად ესმით.

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი 2012 წელს დაარდა. ფონდი მრავალშვილიანი ოჯახების, მზრუნველობამოკლებული ბავშვებისა და სახლს ან საწოლს მიჯაჭვული ხანდაზმულების დახმარების მიზნით შეიქმნა. ყოველწლიურად ფონდი საქველმოქმედო პროექტების განსახორციელებლად, 2 მილიონ ლარზე მეტს ხარჯავს.

ლეონიდ ჩერნოვეცკის პროკურატურა პარკში ვერტმფრენის ასაფრენი ბილიკის და დასაჯდომი მოედნის უკანონო მოწყობაში ადანაშაულებს. კიევის ყოფილ მერს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა წერს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×