რეზონანსი
26.07.2017

 (რეზონანსი) ვენეციის კომისიის პრეზიდენტი, ჯანი ბუკიკიო ქართულ მედიაში მისი წერილის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით უკმაყოფილოა. მისი თქმით, წერილის შინაარსში არ ყოფილა უარი ოპოზიციისთვის.

„ჩვენ, ზოგადად, არავის მხარდამჭერები არ ვართ - არც ოპოზიციის და არც უმრავლესობის. ჩვენ მომხრე ვართ საქართველოს ჰქონდეს კარგი კონსტიტუცია. ამიტომ, ვურჩევ ოპოზიციასა და უმრავლესობას დაიწყონ დიალოგი კონსტიტუციის თაობაზე ფართო კონსენსუსის მისაღწევად" , - განაცხადა ჯანი ბუკიკიომ „ქრონიკა"-სთან სატელეფონო ინტერვიუში.

ოპოზიციურმა პარტიებმა 21 ივლისს საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვენეციის კომისიასა და ევროპულ სტრუქტურებს ერთობლივი მიმართვა გაუგზავნეს. წერილში ოპოზიცია წერდა, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ჩიხშია შესული და ხელისუფლების მხრიდან წამოყენებული ულტიმატუმის გამო, მოლაპარაკებები ვერ იწყება.ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ოპოზიციურ პარტიებს უპასუხა.

„კონსენსუსი მიღწეული უნდა იყოს საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის. ამავდროულად, ის უნდა ეფუძნებოდეს ვენეციის კომისიის შეხედულებას. კომისიის როლი ვერ იქნება სპეციფიკური გამოსავლის მოძებნაში" , - წერს ბუკიკიო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×