რეზონანსი
26.07.2017

 (რეზონანსი) დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს რუსეთის პატრიარქთან შეხვედრისას განუცხადეს, რომ ცხინვალში რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მშენებლობის საჭიროება არ არსებობს. ბიბილოვის განცხადებით, ცხინვალი და დე ფაქტო რესპუბლიკა კვლავაც რჩება მართლმადიდებლური ეკლესიის მომხრედ. ამის შესახებ შიდა ქართლის ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო იუწყება.

ცხინვალის მთავრობის მეთაურის პრესსამსახური შეხვედრამდე აცხადებდა, რომ ანატოლი ბიბილოვი რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურთან ახალი ეკლესიის მშენებლობას, ასევე, მოსკოვის სასულიერო სემინარიაში ადგილობრივი ახალგაზრდების მივლინების საკითხს განიხილავდა.

„ჩვენ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის უამრავი მოქალაქე ცხოვრობს, მათ შორის, სამხედრო პირები და ასევე ჩრდილოეთ ოსეთიდან. სამხრეთ ოსეთში არის ეკლესიები, სადაც ნებისმიერ მართლმადიდებელ ადამიანს შეუძლია მოლოცვა. თუმცა, არის პრობლემები, არავის აქვს უფლება, აუკრძალოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მართლმადიდებელს ლოცვა" , - აღნიშნა ბიბილოვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×