რეზონანსი
26.07.2017

 (რეზონანსი) უკრაინამ დონეცკის არაღიარებულ რესპუბლიკას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა. ამის შესახებ კომპანია „უკრენერგო"-ს ხელმძღვანელი ვსევოლოდ კოვალჩუკი სოციალურ ქსელში წერს.

„26 ივლისიდან არაკონტროლირებად დონეცკის ოლქში ელექტრომომარაგება შეწყდა. დონეცკსა და ლუგანსკში უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამომუშავებულ ენერგიას არ იღებენ" , - წერს კოვალჩუკი.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ათ რეგიონს ელექტროენერგიით ძირითადად რუსეთი ამარაგებს.

აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ადგილობრივ ხელისუფლებასა და რუსეთის მომხრე აჯანყებულებს შორის ომი 2014 წლის 6 აპრილს დაიწყო. მას 2014 წლის უკრაინის რევოლუცია და ევრომაიდანის მოძრაობა მოჰყვა, რომელმაც პრორუსი ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობა დაასრულა. საპასუხოდ, რუსმა აქტივისტებმა ყირიმის ნახევარკუნძულზე ადმინისტრაციული შენობები და აეროპორტები დაიკავეს, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას რუსები შეადგენენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×