(რეზონანსი) რუსული ტელეკომპანია „მირ 24" ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს, თბილისში წყალი და ელექტროენერგია არ არის, რის გამოც მოსახლეობა აბაზანას ქუჩაში იღებს. ტელეკომპანიის სიცრუის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიაჩეკერი" წერს.
გამოცემა „ლიბერალმა" 21 ივლისს გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ასახულია, რომ მამაკაცი აბაზანას რუსთაველის გამზირზე იღებს. რუსულმა ტელეკომპანიამ ეს ვიდეო განზრახ არასწორად შემდეგნაირად თარგმნა: „მცხელა, სახლში +35 გრადუსია. გამაგრილებელი არ ირთვება,რადგან ელექტროენერგია არ გვაქვს".
ტელეარხის წამყვანმა გამოაცხადა, რომ თბილისში ცხელა, კომუნალური სამსახურები კი ხარვეზებით მუშაობენ, რის გამოც, დედაქალაქის მოსახლეობას რამდენიმე დღეა არ მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია.
ვებგევრდზე კი აღნიშნული ინფორმაცია ამ სათაურითაა გამოქვეყნებული - „თბილისის მაცხოვრებელმა პროტესტის ნიშნად აბაზანა ქალაქის ცენტრში დადგა".