რეზონანსი
26.07.2017

 (რეზონანსი) პანტომიმის თეატრის შენობის პრობლემა 2012 წელს დაიწყო,როდესაც თეატრის შენობის ნაწილი, 740 კვადრატული მეტრი, წინა ხელისუფლების მხრიდან 1 ლარად, „სილქ როუდ გრუპს" გადაეცა. 1260 კვადრატული მეტრის ფართობი კი რეგისტრაციის გარეშეა დარჩენილი. ფართის ფლობის შესახებ დასტურს, თეატრი ეკონომიკის სამინისტროსგან დღემდე ელოდება.

„მნიშვნელოვანია ნახევარი საუკუნის ისტორია დაფასდეს და თეატრმა მიიღოს ის, რისი ღირსიც არის. ეს თეატრი სჭირდება ყველა თეატრს. ეს ხელოვნება არის უნიკალური. ბოლო ერთ წელში ძალიან წარმატებული სეზონი გვქონდა. მიკვირს ამაზე რატომ ვსაუბრობთ. ქვეყნის სირცხვილია საერთაშორისო ბაზარზე" , - აცხადებს პანტომიმის თეატრის დირექტორი ამირან შალიკაშვილი.

იურისტი ლევან დავითაია ამბობს, რომ თეატრს აქვს ლეგალური დოკუმენტები. რომლითაც დასტურდება,რომ 1260 კვადრატული მეტრი ისტორიულად ეკუთვნის. ადვოკატის თქმით, საკითხის დროული მოგვარება სახელმწიფოს ნებაზეა დამოკიდებული.

„საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უნდა გადაწყვიტოს რეგისტრაციის დასრულება. ჩვენ გვაქვს ლეგალური საბუთები, აზომვითი ნახაზები, რომელიც არც ერთ მესაკუთრეს არ ზღუდავს. 1260 კვადრატული მეტრი გვაქვს გამოთავისუფლებული და მის დამტკიცებას ვითხოვთ" , - განაცხადა ლევან დავითაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×