რეზონანსი
26.07.2017

 (რეზონანსი) საქართველოს ექსპრეზიდენტს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს. ამ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მე-19 მუხლზე დაყრდნობით შეუწყვიტეს. უკრაინული მედიის ცნობით, მოქალაქეობის მოთხოვნის დოკუმენტაციაში დარღვევები დაფიქსირდა.

უკრაინის პარლამენტის დეპუტატის, იგორ მოსიიჩუკის განცხადებით, „ქართველ იანუკოვიჩს მიხო სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ეს იმას ადასტურებს, რომ პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ როგორც იქნა დაიწყო თავისი შეცდომების აღიარება. მან არაკანონიერად მიანიჭა ჩვენი მოქალაქეობა და ახლა თავის შეცდომებს ასწორებს" , - ამის შესახებ იგორ მოსიიჩუკი სოციალურ ქსელში წერს.

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების შემდეგ მიიღო. ამ ბრძანების ლინკი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე ახლა გაუქმებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×