რეზონანსი
27.07.2017

 (რეზონანსი) მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურის დაწყებას ცინიკური განცხადებებით ეხმაურება რუსეთის პრემიერმინისტრი. დიმიტრი მედვედევი საკუთარი „facebook"-ის გვერდზე ამ ფაქტს ფანტასტიკურ ტრაგი-კომედიას უწოდებს.

„სახეზეა უკრაინის ხელისუფლების თანმიმდევრული პოლიტიკა. მათ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მოქალაქეობა მიანიჭეს, დანიშნეს გუბერნატორად, წაართვეს უკრაინის მოქალაქეობა და საქართველოში ექსტრადირებას დათანხმდნენ - ყველაფერი ეს ამ ორი ადამიანის მაღალი მორალური თვისებების მაჩვენებელია.შოუ უნდა გაგრძელდეს" , - ნათქვამია განცხადებაში.

26 ივლისს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა.

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების შემდეგ მიიღო, რის გამოც რამდენიმე თვეში დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×