რეზონანსი
27.07.2017

 (რეზონანსი) გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის განცხადებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აბიტურიენტთა 15%-მა ვერ გადალახა. როგორც მიმინოშვილი ამბობს, 2016 წლის ეროვნულ გამოცდებზეც მსგავსი შედეგი დაფიქსირდა.

აბიტურიენტებს საკუთარი ნაშრომების ნახვის შემდეგ, შედეგების აპელაციისთვის 5-დღიანი ვადა ექნებათ. ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დღეს 12 საათზე ზოგადი უნარების შედეგებით დაიწყება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო და 26 ივლისს დასრულდა. საქართველოს მასშტაბით, სულ 22 საგამოცდო ცენტრი იყო გახსნილი. ერთიან ეროვნულ გამოცდებში 39 000-მდე აბიტურიენტი მონაწილეობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×