(რეზონანსი) რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ავტობანზე ავარიები ხშირად ხდება. უბედური შემთხვევების რიცხვი მას შემდეგ გაიზარდა, რაც გზის ნაწილი მოეწყო. ავტობანზე კამერა არ აყენია და მოძრაობისას მძღოლს შეზღუდვა არ აქვს.
2017 წლის 7 მაისს რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ავარიისას დაიღუპა ერთი ადამიანი, დაშავდა 4. 30 მაისს, დაშავდა ორი ადამიანი. 15 ივლისს ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა.
მდგომარეობის გამოსასწორებლად, ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავტობანის მეორე მონაკვეთის მშენებლობას ახორციელებს. სამინისტროში ამბობენ,რომ ამ გზით მოძრაობა განიტვირთება და ავარიების რიცხვი შემცირდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო გზაზე ე.წ ჭკვიანი კამერების დაყენებასაც გეგმავს, რის შედეგადაც ვარაუდობენ,რომ გადაჭარბებული სიჩქარით მოსიარულე მძღოლთა რაოდენობა შემცირდება.
ავტობანის მეორე მონაკვეთის მშენებლობის შემდეგ 6-ზოლიანი გზა მოეწყობა. ერთი მიმართულებით 3 ზოლი იქნება. ასევე მოეწყობა გვირაბი,სადაც მხოლოდ რუსთავიდან თბილისში მომავალი მანქანები გაივლიან. ავტობანის მეორე მონაკვეთის სიგრძე დაახლოებით 7 კილომეტრია. მშენებლობა სავარაუდოდ, 2 წელში დასრულდება.