რეზონანსი
27.07.2017

 (რეზონანსი) ჩინეთის პოლიციამ 18 პირი დააკავა, რომლებიც გაერთიანებულნი იყვნენ აკრძალულ რელიგიურ კულტში, ე.წ. ყოვლისშემძლე უფლის ეკლესიაში. კულტის თაყვანისმცემლები ამბობენ, რომ იესო ქრისტემ რეინკარნაცია განიცადა და დღევანდელ სამყაროში, ქალის სახით გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ „BBC"-ი ავრცელებს.

სამართალდამცველების თქმით, დაკავებულთა უმრავლესობას აღენიშნება დეპრესიის სიმპტომები. დაკავების შემდეგ, 8 მათგანმა, ქალი-იესო ქრისტეს არსებობაში ეჭვი უკვე შეიტანა.

ეს რელიგიური კულტი 1990 წლიდან არსებობს. მათ წევრებს სჯერათ, რომ იესო ქრისტე უკვე აღსდგა და ის არის ქალი, სახელად იან სიანბინი. აღსანიშნავია, რომ ეს ქალი, სექტის ხელმძღვანელის, ჩაო ვეიშანის მეუღლეა.

2014 წელს, სექტის წევრებმა 37 წლის ქალი მოკლეს, რომელმაც უარი უთხრა ტელეფონის ნომრის მიცემაზე. 5 ეჭვმიტანილი დააკავეს, ხოლო 2 მათგანი სიკვდილით დასაჯეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×