რეზონანსი
27.07.2017

 (რეზონანსი) საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია პირველ განმარტებას აკეთებს.

პეტრე პოროშენკოს პრესსამსახურმა სააგენტო „ინტერფაქსს" წერილობით დაუდასტურა, რომ პრეზიდენტმა რეკომენდაციის საფუძველზე, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის განკარგულებას ხელი მოაწერა, თუმცა დოკუმენტი საიტზე არ გამოქვეყნდება, რადგან კონფიდენციალურ ინფორმაციას შეიცავს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, საიმიგრაციო სამსახურმა წარადგინა სარწმუნო ფაქტები მოქალაქეობის განაცხადის გაფორმებისას, არასაიმედო ინფორმაციის მოწოდების შესახებ, რის შემდეგაც მოქალაქეობის საკითხებში პრეზიდენტთან არსებულმა კომისიამ მხარი დაუჭირა შუამდგომლობას, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ და პრეზიდენტს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ურჩია.

26 ივლისს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა. ექსპრეზიდენტმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების შემდეგ მიიღო, რის გამოც რამდენიმე თვეში დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×