რეზონანსი
27.07.2017

 (რეზონანსი) რუსეთის დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებმა მაკრონის საარჩევნო შტაბის თვალთვალისთვის, ყალბი „facebook"-ის გვერდები გამოიყენეს. „როიტერსის" ინფორმაციით, რუსმა აგენტებმა დაახლოებით 20 ყალბი „ექაუნთი" შექმნეს, რომ წლის დასაწყისში, მაკრონის წინასაარჩევნო კამპანიას დაკვირვებოდნენ.

ყალბი პროფაილ ანგარიშები თითქოს მაკრონის „მეგობრების მეგობრები" იყვნენ. აპრილში „facebook"-მა გაატარა აქცია ყალბი „ექაუნთების" აღმოსაჩენად,რომლებიც საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებდა. რუსეთი საფრანგეთის არჩევნებში ჩარევის ფაქტს უარყოფს.

2017 წლის მაისში, ამერიკის დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებმა „როიტერს" მიაწოდეს ინფორმაცია,რომ რუსული მხარე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ერეოდა. თუმცა, მათ მტკიცებულებები ვერ წარადგინეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×