რეზონანსი
27.07.2017

 (რეზონანსი) პარლამენტში შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონზე იმსჯელეს. ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ელზა ჯგერენაიამ შრომის ინსპექტორებთან დაკავშირებული სიახლის შესახებ ისაუბრა.

„შრომის უსაფრთხოების კანონით გაძლიერდება მანდატი, გაფართოვდება ინსპექციის უფლებამოსილება, რითაც ინსპექტორებს მიენიჭებათ უფლება მომეტებული საფრთხის კომპანიებში წინასწარი გაფრთხილების გარეშე შევიდნენ და ადეკვატური რეაგირება მოახდინონ" , - თქვა ელზა ჯგერენაიამ.

ბოლო ორ დღეში, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო, სამშენებლო სამუშაოებზე ორი მუშა დაიღუპა, რამდენიმე კი სხეულის დაზიანებებით საავადმყოფოში მოათავსეს. ერთი უბედური შემთხვევა დიდ დიღომში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო მეორე -დიდუბეში, სოხუმის ქუჩაზე მოხდა.

მშენებელთა პროფკავშირების ინფორმაციით, მიმდინარე წელს მშენებლობაზე დაღუპულია 9 მუშა, ხოლო 2006 წლიდან დღემდე - 271. მშენებლობაზე ტრავმირებულთა რიცხვმა კი 470-ს მიაღწია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×