(რეზონანსი) ასტრონავტებმა ტელესკოპ „HATnet"-ის დახმარებით, 4 გიგანტური ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს. ამის შესახებ „Phys.org"-ი წერს.სპეციალისტების თქმით, დაახლოებით იუპიტერის ზომის ეგზოპლანეტები კაშკაშა ვარსკვლავების გვერდით მდებარეობენ და მათ მოკლე ორბიტარული პერიოდები აქვთ.
ახლადაღმოჩენილ ეგზოპლანეტებს შორის ყველაზე დიდი „HATS-45b"-ია,რომელიც ზომით იუპიტერს უახლოვდება, მაგრამ შედარებით პატარაა. ის იუპიტერის ზომის 30%-ია. მეცნიერების გათვლებით, აღნიშნულ პლანეტაზე 1 კალენდარული დღე შესაძლოა 4 დღე გრძელდებოდეს.
„HATnet"-ი 6 ტელესკოპისგან შედგენილი სისტემაა, რომელიც სამხრეთ ამერიკაში, აფრიკასა და ავსტრალიაშია განთავსებული. ქსელმა ფუნქციონირება 2009 წელს დაიწყო და მას შემდეგ ათეულობით ეგზოპლანეტა აღმოაჩინა.
ეგზოპლანეტები (ექსტრასოლარული, მზის გარეთა) მოძრაობენ არა მზის, არამედ სხვა ვარსკვლავის ან ვარსკვლავური ნარჩენის გარშემო. დღეისათვის 1800-ზე მეტი ეგზოპლანეტაა აღმოჩენილი.