რეზონანსი
28.07.2017

 (რეზონანსი) დაბა ჩხოროწყუს მე-2 საჯარო სკოლაში მდუმარე საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები თანამდებობიდან გათავისუფლებული დირექტორის, დემნა ყალიჩავას აღდგენას ითხოვენ. მათი განცხადებით, აუდიტის სამსახურმა დირექტორი ანონიმური წერილის საფუძველზე, უკანონოდ გაათავისუფლა.

„ჩვენ ყველა სამართლებრივ ზომას მივმართავთ, უკან დახევას არ ვაპირებთ, ყველა პედაგოგი ერთ აზრზე ვართ. თუ დირექტორის თანამდებობაზე აღდგენა არ მოხდება, 15 სექტემბერს ჩვენს სკოლაში სწავლა არ დაიწყება ", - აცხადებენ აქციის მონაწილე პედაგოგები.

ჩხოროწყუს მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი, დემნა ყალიჩავა თანამდებობიდან, მოუწესრიგებელი საპირფარეშოს გამო განათლების მინისტრის ბრძანების საფუძველზე გაათავისუფლეს.დირექტორის მოადგილე, ნონა თოდუა აცხადებს, რომ განათლების სამინისტროს აუდიტმა საქმის წარმოება ანონიმური განცხადების საფუძველზე დაიწყო, რაც მათთვის მიუღებელია და არც აუდიტის დასკვნაში მოყვანილ ფაქტებს ეთანხმებიან.

აღნიშნულ საჯარო სკოლაში სულ 248 მოსწავლეა. სასწავლო პროცესი პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით ხორციელდება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×