რეზონანსი
28.07.2017

 (რეზონანსი) საქალაქო სასამართლო ამ წუთებში "ბავშვთა სამყაროს" დირექტორისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. პროცესი ცოტა ხნის წინ დაიწყო. გიორგი მაჭავარიანს ბრალი ოფიციალურად რამდენიმე საათის წინ წაუყენეს. გამოძიება მას სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება.

როგორც ბრალდებულის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განაცხადა, მაჭავარიანი ბრალს არ აღიარებს.

"გიორგი მაჭავარიანი ბრალს არ აღიარებს. დაცვის მხარე ყველა სამართლებრივ დოკუმენტაციას წარუდგენს საზოგადოებასა და სასამართლოს, რაც გიორგი მაჭავარიანის უდანაშაულობას დაამტკიცებს", - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

მისივე თქმით, 243-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლითაც დაკავებულია გიორგი მაჭავარიანი, 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე ს.ს. „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს" დირექტორი გიორგი მაჭავარიანი დააკავა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×