რეზონანსი
28.07.2017

 (რეზონანსი) "ბავშვთა სამყაროს" დაკავებული დირექტორი - გიორგი მაჭავარიანი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი - მალხაზ თევზაძე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდებიან. მოსამართლემ გიორგი მაჭავარიანს 50 ათას ლარიანი, ხოლო მალხაზ თევზაძეს კი 10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

ბრალდებულები თანხის გადახდის შემდეგ გათავისუფლდებიან. სასამართლოს გადაწყვეტილებას დარბაზში ოვაციები მოჰყვა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე სწორედ გირაოს შეფარდებას, ბრალდების მხარე კი პატიმტრობას ითხოვდა.

როგორც საქმის პროკურორი - გიორგი მუჯირმა განაცხადა, არსებობს ბრალდებული პირების მიმალვის და მათი მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. მუჯირის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში ჩატარებული მოქმედებებით დასტურდება, რომ დარღვეული იყო სახანძრო უსაფრთხოების წესები და იკვეთება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტი. რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, პროკურორი აღნიშნავს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა სახანძრო უსაფრთხოების წესისდარღვევის ფაქტზე „ბავშვთა სამყაროს" დირექტორი, ხოლო სამსახურებრივიგულგრილობის ფაქტზე შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი გუშინ დააკავა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×