რეზონანსი
29.07.2017

 (რეზონანსი) ანტალიის რეგიონში, ქემერში, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ აღმოჩნდნენ.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ხანძრის შედეგად კვამლის ინტოქსიკაციით საავადმყოფოში სულ 14 ადამიანია გადაყვანილი. მათ შორის კი ქართველები არ არიან.

შეგახსენებთ, რომ ანტალიაში ერთ-ერთ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში გაჩენილი ხანძრის გამო, 400 ადამიანის ევაკუირება მოხდა. როგორც თურქული მედია იუწყება, ხანძრის შედეგად რუსეთის ოთხი მოქალაქე დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ხანძარი სასტუმროს სამზარეულოში ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე გაჩნდა. მეხანძრეებმა ზოგიერთი დამსვენებლის ევაკუირება აივნებიდან განახორციელეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×