რეზონანსი
29.07.2017

 (რეზონანსი) მარუხუანას მცირე ოდენობით მოხმარებისთვის, შეძენისთვის და გადაზიდვისთვის, ადმინისტრაციული პატიმრობა უქმდება. პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონდმებლო ნორმას პრეზიდენტმა ხელი მოაწერა და ის საკანმდებლო მაცნეშიც გამოქვეყნდა, რაც ახალი ნორმის ძალაში შესვლას გულისხმობს.

გეტყვით, რომ თავსდაპირველად ამ ქმედებისთვის ჯარიმის 500-დან 300 ლარამდე შემცირება იყო გათვალისწინეული, თუმცა პარლამენტმა საბოლოოდ ჯარიმის ოდენობის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. საბოლოოდ გადაწყდა, რომ მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და ან მოხმარებიოსთვის ჯარიმა კვლავ 500 ლარი იქნება.

თუმცა, ალტერნატიული სასჯელი მსუბუქდება. კერძოდ, 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა 1 თვიდან 6 თვემდე გამსასწორებელმა სამუშაომ ჩაანაცვლა.

შეგახსეწნებთ, რომ 26 ივლისს პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით კანონის ლიბერალიზაცია ხდება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×