რეზონანსი
29.07.2017

 (რეზონანსი) კლინიკა „ლანცეტის" ექიმის ნიკოლოზ დემეტრაძის ინფორმაციით, ხარაგაულში გვირაბის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 52 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბარი არ არის, თუმცა როგორც ექიმი აცხადებს, მიღებული დაზიანებებიდან გამომდინარე პაციენტის მდგომარეობის გართულება გამორიცხული არაა.

„პაციენტს თავის ტრავმა აღენიშნება, ქალა და ცხვირის ძვლების მოტეხილობა, თავში სისხლჩაქცევაა. პაციენტი გადავა განყოფილებაში შემდეგი მკურნალობისთვის. მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა დაზიანებებიდან გამომდინარე, მაინც ითლება როგორც მძიმე, მკურნალობა არის აუცილებელი",- ამბობს ექიმი ნიკოლოზ დემეტრაძე.

ამასთან, ინციდენტის შედეგად დაშავებული მეორე მამაკაცი, რომლის მდგომარეობაც მძიმეა, ხაშურიდან კლინიკა „ლანცეტში" უკვე შეიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ ხარაგაულში სოფელ ანეულასთან სარკინიგზო გვირაბის ნაწილის გამონგრევის შედეგად ორი მუშა დაშავდა. ამასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×