რეზონანსი
29.07.2017

 (რეზონანსი) უახლოეს დღეებში დონალდ ტრამპი რუსეთისთვის სანქციების დაწესების კანონპროექტს მოაწერს ხელს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა ჰაკბისანდერსმა ბრიფინგზე განაცხადა.

თეთრი სახლის ცნობით, ტრამპი დოკუმენტის საბოლოო ვარიანტს უკვე გაიცნო. პრეზიდენტი კმაყოფილებას გამოხატავს, რომ ორივე პალატამ - სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ, მისი შენიშვნები გაითვალისწინა. შესაბამისად, ტრამპი კანონს 10 დღიან ვადაში ხელს მოაწერს.

ამერიკულ მედიაში არსებობდა მოლოდინი, რომ ტრამპს კანონპროექტისთვის შესაძლოა ვეტო დაედო, ვინაიდან იგი მოსკოვთან ურთიერთობების დარეგულირებას აანონსებდა.

მოსკოვი დონალდ ტრამპის ხელმოწერას არ დაელოდა და საპასუხო ზომები აამოქმედა. საგარეო უწყებამ რუსეთში შეერთებული შტატების საელჩოს პერსონალის შემცირება მოსთხოვა და რამდენიმე შენობა და აგარაკი ჩამოართვა.

ლავროვის უწყების მოთხოვნით, ვაშინგტონმა დიპლომატიურ უწყებაში 455 თანამშრომელი უნდა დატოვოს, დანარჩენებმა კი ქვეყანა 1 სექტემბრამდე უნდა დატოვონ.

გეტყვით, რომ კანონპროექტი, რომელიც რუსეთს კიბერთავდასხმებისა და მათ შორის საქართველოსა და უკრაინაში აგრესიული ქმედებების გამო დამატებითი სანქციებს უწესებს, სენატმა ხელმოსაწერად პრეზიდენტს გუშინ გადაუგზავნა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×