რეზონანსი
29.07.2017

 (რეზონანსი) რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ილია ლეჟავა ხარაგაულში გვირაბის მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმების სერიოზულ დარღვევებზე საუბრობს.

ლეჟავა ამბობს, რომ სამუშაოების მწარმოებელ კომპანია "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს" ამ გვირაბის მშენებლობის უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მაისში რეკომენდაციები გადასცეს. რეკომენდაციების ნაწილი ხარაჩოების დადგმას და მოძველებული ტექნიკის გამოცვლას ეხებოდა.

ლეჟავას თქმით, სექტემბერში ახალი მონიტორინგი უნდა განეხორციელებინათ, რათა გაერკვიათ დარღვევებიდან რა გამოსწორდა.

"ჩვენ იქ ვნახეთ, რომ გვირაბის მშენებლობა უხარისხოდ მიმდინარეობდა და ნორმები სათანადოდო დაცული არ იყო. სპეციალისტებმა ეს ყოველივე ადგილზე უნდა შეისწავლონ. გვირაბში ვენტილაცია მოწყობილი არ იყო და მუშებს სუნთქვა უჭირდათ",- ამბობს ლეჟავა. 

შეგახსნებთ, რომ ხარაგაულში სოფელ ანეულასთან მშენებარე სარკინიგზო გვირაბის ჩამონგრევის შედეგად ორი მუშა დაშავდა. სამუშაოებს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბრიგადა" აწარმოებს, მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიენა 240-ე მუხლით დაიწყო.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×