(რეზონანსი) შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ზემო სობისში, ბერშუეთში, კნოლევში, ატოცში, ორჭოსანში, დვანში და სხვა მიმდებარე სოფლებში ადგილობრივებს მოსავლის უსაფრთხოდ აღებაში ეხმარებიან, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
შსს-ს ინფორმაციით, ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთების დამუშავება და მოსავლის აღება პოლიციის დაცვის ქვეშ მიმდინარეობს.
"ბერშუეთის მიმდებარედ, სადაც საოკუპაციო ზოლი მდებარეობს, მოსახლეობამ მოსავლის აღება დაიწყო. ამიტომ, 24 საათის განმავლობაში ვპატრულირებთ, რათა მათი უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იყოს",- ამბობს შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირეკტორი კონსტანტინე ანანიაშვილი.