რეზონანსი
29.07.2017

 (რეზონანსი) "სახეზეა ხელისუფლების პოლიტიკური კორუფციის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი,"- ასე გამოეხმაურა "კურიერში" გაჟღერებულ ინფორმაციას, დავით ნარმანიას მიერ მერიაში ერთ დღეში 600-ზე მეტი ადამიანის დასაქმების შესახებ, ზალიკო უდუმაშვილი.

უდუმაშვილმა ამასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა. სადაც განაცხადა, რომ იმ ადამიანთა სიას ითხოვს, ვინც ნარმანიამ ერთი ხელმოწერით დაასაქმა.

"თბილისის მერია იქცა ხელისუფლების საარჩევნო შტაბად. მოვითხოვ დაუყოვნებლივ გასაჯაროვდეს იმ ადამიანთა სია, ვინც ერთი ხელმოწერით დაასაქმა თბილისის მერმა და მათ წარმოუდგენლად მაღალი ხელფასები დაუნიშნა", - ამბობს უდუმაშვილი.

შეგახსენებთ სამქე „კურიერში" გასულ სიუჯეტს ეხება, სადაც ნაჩვენებია, რომ ნარმანიამ ივნისში მერიასა და გამგეობებში 600-ზე მეტი ადამიანი დაასაქმა. პოსტებზე დანიშვნის ბრძანებას კი ხელი ერთ დღეში.

„კურიერის" მიერ წარდგენილი დოკუმენტით დგინდება, რომ ნარმანიამ დასაქმებული ადამიანების ვინაობა საკრებულოს წევრებისაც დაუმალა. დოკუმენტებში მხოლოდ თანამშრომლების ხელფასები წერია, თუმცა მათ მონაცემები წაშლილია. დასაქმებულების მინიმალური ხელფასი კი 1250 - დან 5625 ლარამდეა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×