(რეზონანსი) სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის შენობაში საპატრულო პოლიცია, სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურია მობილიზებული. ამის შესახებ ინფორმაციას, "რუსთავი2"-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე, სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისი ინფორმაციით, კომპანიაში ისინი 112-ში შესული ზარის საფუძველზე მივიდნენ.
პატრულის თანამშრომლებმა განაცხადებს, რომ შენობაში ბომბია. შემდეგ სახანძრო და სასწრაფო გამოცხადდა. ნოდარ მელაძე შსს- ს მიმართავს, რომ 112-ზე ცრუ შეტყობინებების ავტორი გაარკვიონ.
"ჯერ პატრული მოვიდა, ბომბია რუსთავი 2-შიო, ახლა სახანძრო, შენობა იწვისო, შემდეგ სასწრაფო. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნებ გაარკვიოთ საიდან შედის 112-ზე ცრუ შეტყობინებები,"- წერს სოციალურ ქსელში მელაძე.