(რეზონანსი) თბილისის საქალაქო სასამართლო დედის მკვლელობისთვის ბრალდებულ ანი მურადელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა.
„დედის მკვლელობისათვის ბრალდებული ა. მ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა. ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, ბრალდებულს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა დაენიშნა.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმადაც ბრალდებულს, ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს, არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი, მართლწინაღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეურაცხადობა)", - ნათქვამია განცხადებაში.
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალერინა ანი მურადელი სამართალდამცველებმა 21 მაისს დედის მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს.