(რეზონანსი) ისლანდიაში, გულფოსის ჩანჩქერის ტერიტორიაზე გაუჩინარებული 22 წლის ნიკა ბეგაძის სამძებრო ღონისძიებები ისლანდიის ოფიციალურმა სტრუქტურებმა დღეს განაახლეს, - ამის შესახებ ცნობილი, დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის გიგი გიგაძესგან, გახდა.
ისლანდიის ოფიციალურმა სტრუქტურებმა ნიკა ბეგაძის სამძებრო სამუშაოები 24 ივლისს, ხუთდღიანი ძებნის შემდეგ შეწყვიტეს. როგორც გიგიაძემ განმარტა, ამის მიზეზი სავარაუდოდ ის გონივრული ვადა იყო, რა პერიოდშიც შესაძლებლია, ამ პირობებში დაკარგული ადამიანის ცოცხლად პოვნა.
ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ისლანდიაში ხვალ ბეგაძის მამა და დის ქმარი გაემგზავრებიან. მათ გამგზავრებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმარება.
ნიკა ბეგაძე 19 ივლისს, ისლანდიაში გულფოსის ჩანჩქერის ტერიტორიაზე გაუჩინარდა. რუსთაველი ახალგაზრდა მეორე წელია ისლანდიაში, ქალაქ რეიკიანესბერში ცხოვრობდა. ნიკა ბეგაძე კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტი - პროგრამისტი იყო.