რეზონანსი
29.07.2017

 (რეზონანსი) საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი ტარას შავშიაშვილი "კურიერს" ე.წ. ციანიდის საქმისა და საპატრიარქოში მიმდინარე პროცესების დეტალები გააცნო.

შავშიშვილის თქმით, დეკანოზის დაკავების შემდეგ პატრიარქს უნდოდა, რომ სასამართლოსთვის თავდებით ეშუამდგომლა და ბრალდებული მამა გიორგის საპატიმრო დაეტოვებინა, თუმცა გამოძიება გაგრძელებულიყო.

„როდესაც მამა გიორგი დააკავეს, უწმინდესს სურვილი ჰქონდა, რომ თავდებით ეშუამდგომლა სასამართლოსთვის. გამოძიება გაგრძელებულიყო, მაგრამ მამა გიორგი გარეთ გამოსულიყო, შეიძლებოდა ეს ყოფილიყო მონასტერი, ან რაღაც ადგილი. ამაზე იყო საუბარი, შემდეგ გაიმართა რამდენიმე შეხვედრა, რასაც მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლები, საპატრიარქოს თანამშრომლები ესწრებოდნენ. შემდეგ უკვე ამ თემაზე საუბარი მორჩა,"- ამბობს შავშიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×