რეზონანსი
30.07.2017

 (რეზონანსი) სტამბოლში ასეულობით ქალი საპროტესტო აქციაზე გამოვიდა და ძალადობა და ჩაცმულობის შეზღუდვა გააპროტესტა. ამის შესახებ სააგენტო „Reuters"-ი იუწყება. მარშის სახელწოდება იყო „ხელს ნუ მიშლით ჩაცმაში".

აქციის მონაწილეებს ხელში ჯინსის მოკლე შარვლები ეჭირათ. ასეთი ჩაცმულობა ბოლო პერიოდში თურქეთში მიუღებლად მიიჩნევა. ივნისში, ქალაქის ერთ-ერთ ავტობუსში კაცმა ქალი იმის გამო სცემა, რომ მას მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვეში „შეუფერებლად" ეცვა.

2016 წლის სექტემბერში, სოციოლოგიური ცენტრის, „Pew Research Center"-ის ექსპერტებმა გამოაქვეყნეს კვლევა, რომლის მიხედვითაც ბევრი ისლამური ქვეყნის მამრობითი სქესის მოსახლეობა საკმაოდ ნორმალურად აღიქვამს ქალის თანამედროვე ჩაცმულობას. ამ კვლევაში თურქი კაცების ნახევარმა განაცხადა, რომ ქალებს შეუძლიათ ისე ჩაიცვან, როგორც უნდათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×