რეზონანსი
30.07.2017

 (რეზონანსი) მართვის მოწმობის საგამოცდო ბილეთებში ეკო-მართვის საკითხები შევა. ეს ცვლილება თბილისის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების ხელშემწყობი პროგრამით ხორციელდება,რომელიც მთავრობამ დაამტკიცა. პროგრამის მიხედვით, დამატებითი საკითხები მართვის მოწმობის გამოცდაში 2018 წლიდან გამოჩნდება.

გარემოს დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს სპეციალისტი, ნოე მეგრელიშვილი „ტვ პირველთან" აცხადებს, რომ საუბარია ე.წ. მწვანე მართვის საკითხების შემოღებაზე.

მეგრელიშვლი განმარტავს, რომ თბილისში ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, ამიტომ მსგავსი ცვლილებების განხორციელება და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია.

ე.წ. მწვანე მართვის წესების მიხედვით:

1.რეკომენდებულია კონდიციონერის ნაკლები გამოყენება, რაც საწვავის დაზოგვას უწყობს ხელს.

2.გამორთეთ ძრავა, თუ 2 წუთზე მეტად მოგიწიათ საცობში გაჩერება.

3.გააკონტროლეთ მოძრაობის სიჩქარე - 45 კმ-სთ სიჩქარით მგზავრობა მეტ გამონაბოლქვს იწვევს. რეკომენდებულია 95 კმ-სთ სიჩქარით მგზავრობა.

4.მკვეთრი აჩქარების ან დამუხრუჭების დროს 30%-ით მეტი საწვავი იწვის, ვიდრე ნელა ამ მოძრაობების შესრულების დროს.

5.ნუ აავსებთ საწვავის ავზს ბოლომდე.

6.უკეთესია აწეული ფანჯრებით მგზავრობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×