რეზონანსი
30.07.2017

 (რეზონანსი) საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში უკრაინის მოქალაქეობის მიღებაზე გამოქვეყნებულ ცნობაზე მისი ხელმოწერა არ არის. ამის შესახებ სააკაშვილმა „Facebook"-ზე დაწერა.

„იმ ცნობის კოპია ვნახე, რომლის საფუძველზეც უკრაინის პრეზიდენტმა მოქალაქეობა ჩამომართვა. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს ჩემი ხელმოწერა არ არის და ცნობაც მე არ შემივსია" , - წერს სააკაშვილი. მისივე თქმით, გრაფოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს, რადგან სისხლის სამართლის დანაშაული მოხდა.

27 ივლისს უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა ვლადიმირ არიევმა „Facebook"-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა სააკაშვილის განცხადების ფოტო, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის და გამოძიება არ მიმდინარეობს.

ერთი დღით ადრე უკრაინის პრეზიდენტმა სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ განკარგულება გამოსცა და ამის მიზეზად ოფიციალურ დოკუმენტებში ყალბი ინფორმაციის მიწოდება დასახელდა.

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების შემდეგ მიიღო, რის გამოც რამდენიმე თვეში დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×