რეზონანსი
30.07.2017

 (რეზონანსი) აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ნახატი, რომელზეც ამერიკული ცათამბჯენებია გამოსახული, 30 000 აშშ დოლარად გაიყიდა. ამ დროისთვის ნახატის მფლობელის ვინაობა უცნობია.

აშშ-ში აუქციონზე „Nate D. Sanders"-ის, დონალდ ტრამპის ნახატის ლოტის საწყისი ფასი 9 000 აშშ დოლარი იყო.

ნახატი აშშ-ის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა 2005 წელს შეასრულა. მასზე მანჰეტენზე მდებარე „Trump Tower"-ია გამოსახული და მას დონალდ ტრამპი ოქროს მელნით აწერს ხელს. ესკიზი სპეციალურად საქველმოქმედო აუქციონისთვის შეიქმნა, რომელზე შეგროვებული თანხაც წერა-კითხვის შემსწავლელ პროგრამას მოხმარდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×