რეზონანსი
30.07.2017

 (რეზონანსი) შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა დღეს, ქობულეთში, 5 ბალამდე შტორმის დროს, საქართველოს 3 და სომხეთის 1 მოქალაქე გადაარჩინეს. ამჟამად, ისინი თავს კარგად გრძნობენ.

უწყების ინფორმაციით, მაშველებმა, 50 წუთის განმავლობაში, 4 სხვადასხვა შემთხვევაზე რეაგირება მოახდინეს.

„მიუხედავად იმისა, რომ შავი ზღვის სანაპირო ზოლზე არსებულ ყველა საგუშაგოზე აღმართულია წითელი ალმები, რაც იმის მანიშნებელია, რომ წყალში შესვლა აკრძალულია, დამსვენებლები ამ გაფრთხილებას არ ემორჩილებიან, რითაც საფრთხეს უქმნიან როგორც საკუთარ, ისე მაშველების სიცოცხლეს. როგორც კი ზღვაში შესვლა იქნება უსაფრთხო და დასაშვები, საგუშაგოებზე დაუყოვნებლივ აღიმართება თეთრი ალმები", - ამბობენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×