რეზონანსი
30.07.2017

 (რეზონანსი) ვლადიმერ პუტინმა 2008 წლის ომის დროს სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დაკავებული კიდევ ორი პირი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

სოჭში მცხოვრები მარინა ჯანჯღავა და ანიკ კესიანი ომის პერიოდში ახლობლებისთვის მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის გამო გაასამართლეს. ისინი საქართველოს საზღვრის მიმართულებით რუსული სამხედრო ტექნიკის გადაადგილების შესახებ წერდნენ.

ორივე მათგანი ციხეს 10 დღის ვადაში დატოვებს.

ანიკ კესიანს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, მარინა ჯანჯღავა კი - 12.

ამავე საქმეზე გასამართლებული კიდევ ერთი ქალი - ოქსანა სევასტიდი, 2017 წლის მარტში გაათავისუფლეს, ინგა თუთისანი კი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×