(რეზონანსი) საქართველოში ხვალ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი - მაიკ პენსი ჩამოდის. საქართველოში მისი ვიზიტი ორი დღე გაგრძელდება და ხელისუფლების პირველ პირებს შეხვდება.
საგარეო საქმეთა მინისტრის - მიხეილ ჯანელიძეს თქმით, ვიზიტი, ამერიკისა და საქართველოს მჭიდრო პარტნიორობას, ხაზს უსვამს
"საქართველოს მთავრობასა და აშშ-ს პრეზიდენტის ახალ ადმინისტრაციას შორის კარგი ურთიერთგაგებაა ჩამოყალიბებული. ეს გამოიხატება არა მხოლოდ ამ ვიზიტით, არამედ აშშ-ს მიერ ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილებებით", - ამბობს ჯანელიძე
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა - ლევან იზორიამ, პენსის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის მკაფიო მხარდაჭერის გამოხატულებაა.
„უმოკლეს პერიოდში, უმაღლეს დონეზე ჩვენი პრემიერ მინისტრის აშშ-ს პრეზიდენტთან და ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრა შედგა. უკვე რამდენიმე თვეში ვიცე-პრეზიდენტს ვმასპინძლობთ, რაც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, მკაფიო გამოხატულება და მხარდაჭერაა", - განაცხადა იზორიამ.