რეზონანსი
30.07.2017

 (რეზონანსი) სომალის დედაქალაქ მოგადიშოში აფეთქება მოხდა, რომელსაც 6 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 20 დაშავდა.

თავდასხმა მოგადიშუს ცენტრში მდებარე პოლიციის შენობის სიახლოვეს მოხდა. წინასწარი ცნობებით, სავარაუდოდ, აფეთქება თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო.

ტერაქტი დანაღმულმა ავტომობილმა გამოიწვია. აფეთქება გზატკეცილზე საცობის დროს მოხდა. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამხედროები და სავარაუდოდ, ტერორისტს ეძებდნენ.

აფეთქების ადგილზე ამჟამად ექიმები და მაშველები მუშაობენ. დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან დაშავებული ადამიანები მძიმე მდგომარეობაში არიან.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×