(რეზონანსი) ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ ჩატარებული რეიდის დროს ფილიპინელმა სამართალდამცავებმა ქალაქ ოზამიზის მერი - რეინალდო პაროინოგი, მისი მეუღლე და კიდევ 10 ადამიანი მოკლეს.
პოლიციელების განმარტებით, მათ მერის, მისი შვილისა და ნათესავების დაკავების ორდერი ჰქონდათ. მერის დაპატიმრება დროს, პაროინოგმა და მისმა ნათესავებმა ცეცხლი გახსნეს.
ოზამიზის მერი ერთ-ერთია იმ 160 მაღალჩინოსანს შორის, რომელიც ფილიპინების პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ე.წ. შავ სიაში შეიყვანეს. მას ბრალად ნარკომოვაჭრეების მფარველობა და ხელშეწყობა ედება.
სპეცოპერაციის დროს სამართალდამცავებმა პაროინოგის ქალიშვილი დააკავეს, რომელიც ქალაქში ვიცე-მერის თანამდებობას იკავებდა და ასევე ნარკოტიკებით ვაჭრობაში აქტიურად იყო ჩართული.
ამოღებულია ასაფეთქებელი ნივთიერებები, იარაღი და ნარკოტიკი.
პაროინოგი მესამე ქალაქის მერია, რომელიც ფილიპინების პრეზიდენტის მიერ ნარკომოვაჭრეებისთვის გამოცხადებულ ომს შეეწირა.