(რეზონანსი) გულფოსის ჩანჩქერზე დაკარგული 22 წლის ნიკა ბეგაძის ოჯახის წევრები ისლანდიაში ხვალ ჩავლენ.
როგორც ისლანდიაში საქართველოს ელჩი - გიგი გიგიაძე, ადგილობრივ სამართალდამცველებზე დაყრდნობით აცხადებს, დაკარგულის პოვნის შანსი, ბუნებრივი პირობების გამო, მინიმალურია.
გიგიაძემ ისლანდიის პოლიციას წერილობითაც მიმართა, რათა ქართული მხარის ინფორმირება მუდმივად მოხდეს.
„ამ მდინარეში დაკარგული ადამიანების პოვნა, როგორც წესი, ვერ ხერხდება და მხოლოდ არის რამდენიმე ადამიანი ნაპოვნი მას შემდეგ, რაც ისინი გადაცვივდნენ. გამოძიება დაწყებულია და ახლაც გრძელდება, ეს არის უბედური შემთხვევა," - აცხადებს გიგიაძე.
შემთხვევა 19 ივლისს მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბეგაძე ჩანჩქერზე, სავარაუდოდ, სათევზაოდ იყო წასული, რადგან პარკში მის მანქანასთან ანკესები, მობილური ტელეფონი, პასპორტი და სხვა საბუთებია ნაპოვნი.