რეზონანსი
31.07.2017

 (რეზონანსი) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანობთან, ძლიერი წვიმის გამო დღეს დილით, 7:00 საათისთვის მეწყერი ჩამოწვა.საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 110-ე კმ-ზე ჩამოსულია დაახლოებით 150 კუბური მეტრი მეწყერი.

ტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად შეზღუდულია, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.

თვითმხილველების თქმით, მიწის მასამ მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა მოიყოლა, თუმცა მგზავრები უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილები.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე უკვე მუშაობს სპეციალური ტექნიკა და ცალმხრივად მანქანების გადაადგილებაც აღდგა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×