(რეზონანსი)პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს პასუხობს და აცხადებს,რომ სინამდვილეში, არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. მითუმეტეს პრეზიდენტის მხრიდან მმართველ პოლიტიკურ გუნდთან.
„იგონებენ დაპირისპირებას, რადგან ვერ პასუხობენ ქვეყანაში არსებულ რეალურ პრობლემებს. როცა არ აქვთ პასუხი სოციალურ, ეკონომიკურ პრობლემებზე, როცა არ აქვთ პასუხი ჩავარდნილ საკონსტიტუციო რეფორმაზე, ცუდ საარჩევნო სისტემაზე, როცა არ აქვთ პასუხი მოგერინისთვის, ბუკიკიოსთვის, ცხადია, ამ ფონზე იოლი გამოსავალია მტრის ხატის ძიება" , - აცხადებს გიორგი აბაშიშვილი.
ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში განაცხადა,რომ დაპირისპირება და დავა ჩვეულებრივი მოვლენაა, იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტი 2014 წლიდან არის ოპოზიციაში.
„ეს დაპირისპირება არის სრულიად ბუნებრივი. ეს არ არის სწორი, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება პრეზიდენტის ეს პოზიცია მოქმედ კონსიტუციას, თუმცა ის არის ოპოზიციაში. ნებისმიერი პოლიტიკური დაპირისპირება უნდა იჯდეს ეთიკის ფარგლებში. სამწუხაროდ, სწორედ ამ ეთიკის ფარგლებს გასცდა დაპირისპირება რამდენიმე დღის განმავლობაში" , - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.