რეზონანსი
31.07.2017

 (რეზონანსი) გულფოსის ჩანჩქერზე დაკარგული 22 წლის ქართველი ახალგაზრდის ოჯახის წევრები დღეს ისლანდიაში ჩავლენ. ნიკა ბეგაძის სამძებრო სამუშაოები გუშინ დღის ბოლომდე მიმდინარეობდა, თუმცა უშედეგოდ.

საქართველოს ელჩის, გიგი გიგიაძის თქმით, საქართველოს წარმომადგენლობამ ადგილობრივ პოლიციას წერილობით მიმართა, რათა ქართული მხარის ინფორმირება მუდმივად ხდებოდეს.

ნიკა ბეგაძე 19 ივლისს გაუჩინარდა. ვარაუდობენ, რომ საქართველოს მოქალაქე ჩანჩქერზე სათევზაოდ იყო წასული, რადგან პარკში მის მანქანასთან ნაპოვნია ანკესები და მისი კუთვნილი სხვა ნივთები. საქართველოს ელჩი ადგილობრივ სამართალდამცველებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ნიკა ბეგაძის პოვნის შანსი მინიმალურია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×