(რეზონანსი) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციის" ინფორმაციით, 2017 წლის 6 თვის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 13.6%-ით არის გაზრდილი.
6 თვის განმავლობაში შპს „საქაერონავიგაცია" 64 407 ფრენას მოემსახურა, რაც 13.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
2017 წლის იანვარ-ივნისის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში შესრულებულია 16 477 ფრენა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 4 420 ფრენით, ანუ 36.7%-ით მეტია.
2017 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში ასევე გაიზარდა ტრანზიტული რეისების რაოდენობაც და 47 930 ფრენა შეადგინა, რომელიც 2016 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 3 309 ფრენით, ანუ 7.4%-ით მეტია.
საქართველოს აეროპორტებიდან წელს ფრენები 72 მიმართულებით ხორციელდება, რაც გასული წლის მონაცემებთან შედარებით 16-ით მეტია. პირდაპირი რეისით გაფრენა შესაძლებელია 29 ქვეყანაში (გასულ წელს იყო 22).