რეზონანსი
31.07.2017

 (რეზონანსი) დღეს დილით, ქალაქ გორში ახალშობილი იპოვეს. ძმები რომელაშვილის ქუჩაზე ჩვილი ზეწარში გახვეული ნახეს. ახალშობილი ვაჟია. ექიმების განცხადებით, ბავშვი ჯანმრთელია.

შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენლის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.

ჩვილი, რომელიც დღეს დილით ქუჩაში იპოვეს, ნინო ლაფაჩმა გადაარჩინა. ის ძმები რომელაშვილების ქუჩაზე ცხოვრობს. თვითმხილველი ამბობს, რომ ქუჩაზე გავლისას მეზობლებს ბავშვის ტირილის ხმა მოესმა.

„,ამ ჩიხს რომ ჩავუარეთ, მეორე მხრიდან კაცმა დაიძახა. ის კაციც სამუშაოზე მიდიოდა, აქვე ბენზინგასამართ სადგურში მუშაობს. მგონი ბავშვიაო, მივედი და ვნახე, მამაკაცის მაისურში იყო გახვეული ბავშვი. მაშინვე სახლში შევიყვანე. ვიდრე საპატრულო პოლიცია და ექიმები მოვიდნენ, ჩავაცვი წინდები" , - ამბობს ნინო ლაფაჩი.

დილით ნაპოვნი ჩვილი ბავშვთა კლინიკა , „იავნანას" რეანიმაციულ განყოფილებაშია. მორიგე ექიმის განცხადებით, ჩვილი დღენაკლულია.

„წონით ბავშვი კილოგრამი და სამასია. უმწიფარი ორგანოთა სისტემებით. სათანადოდ არის საშიშროება მისი სიცოცხლისათვის" , - აცხადებს ექიმი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×