რეზონანსი
31.07.2017

 (რეზონანსი) ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი" ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნებში დარეგისტრირების მოთხოვნით მიმართავს. „გირჩმა" ცესკო-ში ხელმოწერები ფაეტონით მიიტანა. ამასთან, მათივე თქმით, „ბატის ბუმბულით დაწერილი უსტარი", ცესკომ-მ არ ჩაიბარა.

მათ ცესკო-ში 28 000 მხარდამჭერის ხელმოწერა მიიტანეს და 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე დარეგისტრირების სურვილი გამოთქვეს.

როგორც პარტიის ლიდერი - ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „გირჩი" რეგისტრირებული იყო და მისი რეგისტრაცია პირადი განცხადების საფუძველზე გაუქმდა. ამიტომ, ჯაფარიძის განმარტებით, პოლიტიკურმა ცენტრმა კანონმდებლობის ყველა წესის დაცვით, 25 000 მხარდამჭერის ხელმოწერის ნაცვლად, 28 000 წარადგინა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×